„ფრედერიკ შოპენის სახელობის  პიანისტთა XIX საერთაშორისო კონკურსი“დასრულდა

ქ. ვარშავაში „ფრედერიკ შოპენის სახელობის  პიანისტთა XIX საერთაშორისო კონკურსი“დასრულდა.

ამ კონკურსის ფინალისტი ისტორიაში პირველად გახდა ახალგაზრდა თაობის ბრწყინვალე ქართველი პიანისტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ გამორჩეული კურსდამთავრებული დავით ხრიკული.

დავითმა კონკურსის ყველა ტურში აღაფრთოვანა მუსიკალური საზოგადოება. მან საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინა ქართული საფორტეპიანო  სკოლა.

გთავაზობთ მის საფინალო გამოსვლას.

დავით ხრიკული