ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში, კუნგ-ფუს მეათე მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას 54 ქვეყნის 1586 სპორტსმენი იღებდა. სხვადასხვა კატეგორიაში საქართველოს კუნგ-ფუს ნაკრებმა ჩემპიონატზე 36 მედალი – ორი ოქრო, ცხრა ვერცხლი და 25 ბრინჯაო – მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ასევე მონაწილეობა მიიღო გუნდურ ასპარეზობაში, რომელშიც მოიპოვა სპეციალური პრიზი.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.