ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში მიმდინარე ქვიშის ჭიდაობის მსოფლიოს სერიების ფინალურ ეტაპზე მამუკა კორძაიამ (+90 კგ) და ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) ოქროს მედალი მოიპოვეს.
მამუკა კორძაიამ მსოფლიოს სერიების მეხუთე ეტაპის ფინალში უკრაინელი მეტოქე ანგარიშით 3-0 დაამარცხა, 40000 ქულა მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) ფინალში უკრაინელი მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამავე ტურნირზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯემალ კილაძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.