ფლორენციაში ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო გაიმართება

20 ოქტომბერს, ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, პირველად გაიმართება ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე შესრულდება:

  • კლასიკური ნაწარმოებები
  • ცნობილი კინომუსიკა, რომელსაც ქართული კინოს „ოქროს ფონდში“ განსაკუთრებული ადგილი უკავია.

კონცერტის პარალელურად, ძეფირელის ფონდის სივრცეში მოეწყობა ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების გამოფენა.

პროექტის მიზანია დავით თორაძის შემოქმედების პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით.