დღევანდელ არასტაბილურ და ამღვრეულ სამყაროში ალბათ უფრო კარგად ვაცნობიერებთ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ოჯახი ჩვენთვის ყველაზე მყუდრო და საიმედო ნავსაყუდელია. ამასთან თუკი ეს სამყარო ესთეტიურად და ლამაზად მოწყობილ გარემოსაც გულისხმობს, იქ ყოფნა და ცხოვრება უფრო დიდი ბედნიერებაა.
ამ ადამიანს, შეიძლება ითქვას, თავის ეზოში პატარა საოჯახო სამოთხე აქვს მოწყობილი. თბილისში, ბარბარეს უბანში, ელისო ვირსალაძის ქუჩაზე არსებული არჩილ გონაშვილის ეზო და მეურნეობა აქაურმა მცხოვრებლებმა კარგად იციან. მის პატარა „ედემში“ სხვადასხვა ჯიშის ფერადი ყვავილები, ხეხილი და ვენახია.
ოჯახის უფროსი ახლახან 67 წლის გახდა, წარმოშობით ახმეტის რაიონის სოფელ მატანიდანაა. შრომა რომ უყვარს ამის დასტური მისი ეზო და საოჯახო მეურნეობაა. ყვავილების ბაღში დეკორატიული ლამპიონები, ჩიტების პატარა სახლუკები, ქვებისგან მოპირკეთებული პატარა ჭა, შინაური ფრინველებისა და ზღაპრის პერსონაჟების ხელნაკეთი ფიგურებია.
არჩილ გონაშვილი: “ამ სახლში მეუღლესთან, შვილთან, სიძესა და ორ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. მეორე
ბატონ არჩილს შრომა არც მაშინ მიუტოვებია, როცა ტრავმა მიიღო – მუშაობის დროს თვალებში ქვის ნამსხვრევები მოხვდა, რის შემდეგაც მხედველობა დააკლდა. ამის გამო ძალიან წუხს, რომ არა ეს შემთხვევა, უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდიო. გულთბილი მასპინძელია და სტუმარი ძალიან უყვარს.
არჩილ გონაშვილი: “ძალიან მსიამოვნებს როცა ბაღს, ეზოს და ჩემს ნახელავს მიქებენ. მეურნე კაცი ვარ და აქ მარანიც მაქვს, ღვინოსაც თავად ვწურავ. ისეთი კარგი საფერავია, ყველას მოსწონს, თქვენც გაგასინჯებთ.”
მე თუ მკითხავთ, ამ და მსგავს ადგილებს ტურისტულ მარშრუტშიც შევიყვანდი, რათა უცხოელებმა გაიცნონ ქართველი, რომელმაც თბილისში, სადაც ამდენი ერთმანეთის მსგავსი, უსახური მაღალსართულიანი სახლი შენდება, შეძლო და ასეთი გამორჩეული საცხოვრებელი გარემო შექმნა;
თეონა გოგნიაშვილი