ნიკა ეგაძე გრან-პრის პირველი ეტაპის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ნიკა ეგაძე საფრანგეთში გამართული გრან-პრის პირველი ეტაპის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

მან ჯამში 𝟐𝟓𝟗.𝟒𝟏 ქულა დააგროვა და გრან-პრის ეტაპზე კარიერაში პირველი მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ შარშან მან ორივე გრან-პრის ეტაპზე მე-4 ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების გამარჯვებული გახდა აშშ ჩემპიონი ილია მალინინი. ვერცხლის მედალი კი გადაეცა ფრანგ მოციგურავე ადამ სიაო ჰიმ ფას.

ნიკა შემდეგ გრან-პრის ეტაპზე კანადაში იასპარეზებს, რომელიც 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება.

გრან-პრის სერიების დასასრულს გაიმართება ფინალი, რომელშიც გრან-პრის ეტაპებზე გამოვლენილი 6 უძლიერესი სპორტსმენი იასპარეზებს.