ირაკლი გოგოლაძე ნიუ-იორკის თეატრალურ ფესტივალზე ოთარ პერტახიას სოლო პიესით “In the elevator” წარდგება

20 და 22 ნოემბერს, მსახიობი ირაკლი გოგოლაძე ნიუ-იორკის თეატრალურ ფესტივალზე „The 19th Annual United Solo Theatre Festival – Fall 2025“ მაყურებლის წინაშე დრამატურგის – ოთარ პერტახიას სოლო პიესით “In the elevator”(ლიფტში) წარდგება. ეს იქნება ქართველი დრამატურგის და მსახიობის პირველი გამოჩენა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე. ინფორმაციას კატო მიქელაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„ნოემბერში, ირაკლი ითამაშებს ნიუ-იორკის თეატრალურ ფესტივალზე, ქართველი დრამატურგის ოთარ პერტახიას სოლო პიესას “In the elevator”(ლიფტში). ეს იქნება ქართველი დრამატურგის და მსახიობის პირველი გამოჩენა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე.

როგორ წესი, ყველა სპექტაკლი, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ერთხელ. რადგან ჩვენი სპექტაკლი, ამ წლის ბესტსელერია, ფესტივალის ორგანიზატორებმა, მეორე საპრემიერო ჩვენებაც დაამატეს და სპექტაკლის ნახვა ორჯერ იქნება შესაძლებელი, 20 და 22 ნოემბერს“, – წერს კატო მიქელაძე.