18–26 ოქტომბერს, საბერძნეთში, როდოსში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი როდოსი 2025 იმართება.
ტურნირში 55 ევროპული ქვეყნის 20 ქალთა გუნდი და 102 ვაჟთა გუნდი მონაწილეობს.
ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით — 7 ტური.
ჩემპიონატზე საქართველო წარდგენილია კლუბით „დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლა“. ასევე, ორი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს სხვადასხვა უცხოური კლუბის შემადგენლობაში:
ნანა ძაგნიძე — სლოვენიის ‘Tajfun SK Ljubljana’
ნინო ბაციაშვილი — რუმინეთის ‘SuperChess’
ტურნირის განრიგიასეთია:
🕔 პირველი ტური — 19 ოქტომბერი, 17:00 (თბილისის დროით)
🕓 ბოლო ტური — 25 ოქტომბერი, 16:00