აკაკი ჯინჭარაძე პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის რეკორდსმენია

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა პარასპორტსმენმა აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 250 კილოგრამი დაძლია, რითაც ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის რეკორდსმენი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 737 კგ დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.