მარიამ მელიშვილი სწავლას ორწლიან ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე Innovative Medicine აგრძელებს

აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ მელიშვილი სწავლას ორწლიან ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე Innovative Medicine აგრძელებს. პროგრამა ხორციელდება ოთხი უნივერსიტეტის თანამშრომლობით: Uppsala University, University of Groningen, Heidelberg University და University of Tartu.

მარიამმა Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა.

სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია ტრანსლაციურ ბიოსამედიცინო კვლევებზე, რაც მარიამის სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს.