რუსთაველის ეროვნულ თეატრში აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის გასტროლი გაიმართება

14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის გასტროლი გაიმართება.

რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება ჯავიდ ზეინალის „შუქრია“ – დრამა ორ მოქმედებად.

დამდგმელი რეჟისორი –  აზერბაიჯანისა და კალმიკიის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე  – ბაჰმან ოსმანოვი;

გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.