ანასტასია ჩხარტიშვილი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ანასტასია ჩხარტიშვილი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის საუკეთესო ოცეულშია 17 წლამდე გოგონებში (U17).

ETTU-ს ბოლო რეიტინგის მიხედვით, ანასტასია იკავებს მე-20 ადგილს, რაც ნიშნავს 12 პოზიციით წინსვლას და ეს ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, საუკეთესო შედეგს წარმოადგენს. ინფორმაციას საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ეს წარმატება მისი უდიდესი შრომის, ნიჭის და რწმენის, ასევე მწვრთნელების, ოჯახის და ფედერაციის გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ანასტასიამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ევროპის საუკეთესოებთან ბრძოლა, და ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია:, – ნათქვამია ინფორმაციაში.