საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი, კლუბ “აქუა იუნიონის” წევრი, ანა კალანდაძე მონტენეგროში გამართული ღია წყალზე ცურვის ტურნირის “Ultraswim 33.3” გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.
„ანამ 4-დღიანი ტურნირის ყველა ეტაპი მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.
ანა კალანდაძე არის საქართველოს რეკორდსმენი 400-800-1500 მ. თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, ასევე 2 გუნდურ ესტაფეტაში.
ანა აქტიურად ემზადება 2-7 დეკემბერს პოლონეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის, ეს საშეჯიბრებო ეტაპი მას დიდ გამოცდილებას და გამძლეობას მისცემს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.