ბულგარეთის ქ. ვარნაში გამართულ თოჯინების მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე “ოქროს დელფინი” მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლმა “ოტელომ” 3 ნომინაციაში გაიმარჯვა:
🏆საუკეთესო რეჟისურა – გია მარღანია და დიმიტრი ხვთისიაშვილი;
🏆მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება –
ვანო დუგლაძე (იაგოს როლის შესრულებისთვის);
🏆სპეციალური პრიზი
კლასიკური დრამატურგიის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის.
ფესტივალში, საქართველოსთან ერთად, მონაწილეობდნენ ჩინეთის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თეატრალური დასები.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.