ძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, სადაც ოქროს მედალი -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიგაურმა მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყაზახი აკილჟან ჟუბათკანოვი, ლიეტუველი სიმას პოლიკევიჩუსი, უზბეკი დილშოდბეკ ჰამროევი და აზერბაიჯანელი ნიზამი იმრანოვი დაამარცხა.

ოქროს მედლისათვის შეხვედრაში თორნიკე გიგაურმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს, აბდულახ პარჩიევს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თორნიკე გიგაური