ზურაბ სტურუამ ევროპის ჩემპიონის ტიტული სენიორ მოჭადრაკეთა შორის მეექვსედ მოიპოვა

ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ ხორვატიის ქალაქ რაბაჩში გამართულ სენიორთა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე  შედეგი აჩვენა –  9 პარტიიდან 7 ქულა დააგროვა და პირველობა ინგლისელ დიდოსტატთან, ჯონ ნანთან ერთად გაინაწილა.

დამატებითი მაჩვენებლებით სტურუამ  მეექვსედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი სენიორის ტიტული.

ზურაბ სტურუას ევროპის ჩემპიონობის წლები:

+50 კატეგორია – 2015, 2016, 2019, 2023

+65 კატეგორია – 2024, 2025