ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.