ხორვატიის ქალაქ პორეცში საერთაშორისო ტურნირი, ვალამარის თასი გაიმართა.
ტურნირში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა იასპარეზა. მათ ანგარიშზე გუნდური ჩემპიონობა და 13 მედალია – 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
ჩემპიონები გიორგი კოჩალიძე(55კგ), დიმიტრი ხაჩიძე(63კგ), ნიკა ბროლაძე(72კგ), დათა ჩხაიძე(82კგ) და აჩიკო ბოლქვაძე(97კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედალს კობა ქარუმიძე(55კგ), რომეო ბერიძე(67კგ) ანრი თავართქილაძე (72კგ), თორნიკე მიქელაძე(82კგ) და საბა ჩილაშვილი(130კგ) დაეუფლნენ.
ბრინჯაოს მედლები ანრი ხოზრევანიძემ (72კგ); თემურ ორჯონიკიძემ (77კგ) და ლუკა გაბისონიამ (130კგ) მოიპოვეს.