ქართული ლიტერატურული პროგრამა ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე გრძელდება

2 ოქტომბერს ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე გაიმართა ღონისძიება „თანამედროვე ქართული პოეზია“, რომლის ფარგლებში მოეწყო ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია. გამოცემა წარადგინა მთარგმნელმა ალლახვერდი თექლალიმ, ხოლო წიგნი გამოსცა გამომცემლობა Alatoran-მა.

მწერალთა სახლის ინფორმაციით, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ გიორგი ლობჟანიძე, ირმა ბერიძე, გიო ზედვაკელი, ერეკლე დეისაძე, ნინუკა ქოიავა, სალომეა ლომინაძე, ნატალია ბეიტრიშვილი და აკაკი გაბრიჭიძე. ქართველმა ავტორებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, ისაუბრეს თავიანთი შემოქმედებისა და თანამედროვე ქართული პოეზიის ტენდენციების შესახებ.

ასევე, მწერალთა სახლმა საზოგადოებას წარუდგინა პრემია „მუზა 2024“-ის ორი გამარჯვებული – სალომე ტაბატაძე და მორის როსტიაშვილი, რომელთა ნაწარმოებების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა იგეგმება. მათ შემოქმედებაზე სტუმრებს ესაუბრა