იერუსალიმში დათო მაღრაძის წიგნის – „ბარაქიანი მიწის“ წარდგენა გაიმართება

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე,  იერუსალიმში, ისრაელის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტ დათო მაღრაძის წიგნის – „ბარაქიანი მიწის“ წარდგენა გაიმართება.

წიგნი „ბარაქიანი მიწა“ ივრითზე თარგმნეს გალა – დანა და ნიკოდ ზინგერებმა და ის ერთი წლის  წინ იერუსალიმში, გამომცემლობა GalaStudio-მ გამოსცა.

პრეზენტაცია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება.