ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი – ქართული ხორბლის დღეები’’ დასრულდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 27 და 28 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ მეექვსედ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ტარდებოდა.

ღონისძიებაზე დამთვალიერებელს Papanaki / ფაფანაკი-ის ქართული, ტრადიციული თემატური სამოსის გამოფენა დახვდათ, ასევე, ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზედაც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს სხვადასხვა სახეობის ქართული პურის დაგემოვნების საშუალება ჰქონდა, გაიმართა მესხური ქადების, ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასები და თემატური გათამაშებები.

ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძის ბენდი აფორმებდა.

პურის ფესტივალი