დაიანა დი ვაშაკიძემ გერმანულ „The Voice”-ში ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა

დაიანა დი ვაშაკიძე კიდევ ერთი ქართველია, რომელმაც უცხოურ „The Voice”-ში თავი ისახელა.

მან გერმანულ „The Voice”-ში ბრიტნი სპირსის კლასიკური სიმღერის „Toxic“-ის საკუთარი ვერსია შეასრულა და ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა. ყველას მწვრთნელს სურდა, რომ ნიჭიერი მომღერალი მის გუნდში ყოფილიყო. დი ვაშაკიძემ შირინ დავიდი აირჩია.

გერმანული „The Voice“ მეთხუთმეტედ ტარდება. ახალი სეზონის მწვრთნელები რეა გარვი, შირინ დავიდი, ნიკო სანტოსი და დუეტი მიჩი და სმუდო არიან. კალუმ სკოტი „დაბრუნების სცენის“ დამატებითი მწვრთნელი იქნება. შოუს კვლავ მელისა ხალაჯი და თორე შოლერმანი წაიყვანენ.