საბერძნეთში მიმდინარე 17 -წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვიშის ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები რატი ბერიძე(60კგ), ნურადინ მუსტაფაევი(80კგ) და ჯონი შაორშაძე(90კგ) გახდნენ.
ბრინჯაოს მედალს ბიძინა ჯინჭარაძე(70კგ) დაეუფლა.
დღეს ასპარეზობაში 20 წლამდე მოჭიდავეები ჩაებმებიან.