განჯაში აზერბაიჯანულ-ქართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ქ. განჯაში გაიმართა ერთობლივი, აზერბაიჯანულ-ქართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით – „ნიზამი და რუსთაველი – კულტურული გადაკვეთები“.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, ქ. განჯას ეწვია ქართველ მეცნიერთა დელეგაცია.

 აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა  წაიკითხეს თემატური მოხსენებები, რომლებიც მიეძღვნა პოეტების – ნიზამი განჯელისა და შოთა რუსთაველის მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობას, ლიტერატურულ ურთიერთობებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, აგრეთვე ორი მეზობელი ქვეყნის სამეცნიერო და კულტურულ წრეებს შორის  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.