მარიამ ღიბრაძე სწავლას ავსტრიაში, Central European University-ში განაგრძობს

სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ღიბრაძე სწავლას ავსტრიაში, Central European University-ში აგრძელებს. ის Global Business Law and Regulations სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. მან 70%-იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება მოიპოვა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, მარიამმა მოწვევა მიიღო Leiden University-დან და University of Amsterdam – დანაც. თუმცა, პროგრამის აკადემიური პროფილის გათვალისწინებით, საბოლოოდ მაინც CEU აირჩია.

მის მიერ შერჩეული პროგრამა მოიცავს საერთაშორისო კერძო სამართალისა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების, მათ შორის, არბიტრაჟის სწავლების ელემენტებს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მარიამის პროფესიულ ინტერესს.