იტალიის საელჩოს ინფორმაციით, გუშინ, რომში გაიმართა ცნობილი ქართველი პოეტის, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორის, 2011 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენილი და სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, ასოციაცია „იტალია-საქართველოს“ პრეზიდენტისა და იტალიის ვარსკვლავის კავალრისა, დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია.
პოეტური კრებული “Roma Amor” დანტე ალიგიერის საზოგადოებამ გამოსცა.