ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა

კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა Software Engineer-ის პოზიციაზე, Android Automotive-ის მიმართულებით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკოლოზი ამ პოზიციაზე იმუშავებს იმ პლატფორმებისა და სერვისების განვითარებაზე, რომლებიც Google-ის ეკოსისტემას ავტომობილებში ნერგავს.

მისი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა:

– ე.წ ხიდის გადება მანქანის სენსორებსა და Android-ის სისტემას შორის.

– ფუნქციებით მდიდარი და უსაფრთხო გამოცდილების შექმნა მძღოლისთვის, რომელიც მართვის დროს ყურადღებას არ გაუფანტავს.

– Google-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მომავლის განსაზღვრა ავტომობილებისთვის.