თეიმურაზ ლეჟავამ ქართული ღვინო – “მცვივანი კახური” ნაგანოს პრეფექტურის გუბერნატორს, შუიჩი აბეს გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო – “მცვივანი კახური” ნაგანოს პრეფექტურის გუბერნატორს, შუიჩი აბეს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი  იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.

ნაგანო 42-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.