სტამბოლში, „კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოს“ მწერალი გიორგი კეკელიძე ესტუმრა და მრევლთან შეხვედრა გამართა .
„დღეს ჩვენს სამრევლოს ესტუმრა გიორგი კეკელიძე, რომელიც შეხვდა ჩვენი ქართული საკვირაო სკოლის ბავშვებს და გამართა შეხვედრა მრევლთან, თემაზე – „წიგნი და თავისუფლება“.
სიხარულით გიზიარებთ, რომ გიორგი კეკელიძის შუამდგომლობითა და LIB.GE-ს ხელშეწყობით, ჩვენი საკვირაო სკოლის 15 მოსწავლე ჩაერთვება ონლაინ სწავლების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ქართული ენა – ლიტერატურის, ისტორიის, წერა-კითხვის, ზღაპრებისა და ინგლისურის გაკვეთილებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კეკელიძე „კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მეგობართა საზოგადოების“ საპატიო მეგობარია“, – წერია ინფორმაციაში.