მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 მედალი მოიპოვეს

ბათუმში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე „მსოფლიოს ახალგაზრდული სერია – 2025″ 11 წლამდე ასაკის მაგიდის ჩოგბურთელებს შორის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ელენე ქობალია გახდა. მან ფინალი აზერბაიჯანელ მეჰინ მირზაბალაიევასთან დათმო. ელენე პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირზე 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანასტასია ჩხარტიშვილმა. ანასტასიამ ნახევარფინალი ტურნირის ჩემპიონთან, ინდოელ ანკოლიკა ჩაკრაბორტისთან, დათმო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა  17 წლამდე ასაკის კატეგორიაში საერთაშორისო არენაზე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ტურნირს საქართველომ უკვე მეოთხედ უმასპინძლა, თუმცა წლევანდელი ასპარეზობა ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ანასტასია ჩხარტიშვილიელენე ქობალია