საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი — აკაკი იაშვილი ალმათიში მიმდინარე მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატს ფიდეს ტექნიკური დელეგატის სტატუსით ზედამხედველობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარდგინებით, ჩემპიონატზე სამსაჯოდ მიწვეულია ორი ქართველი მსაჯი:
- საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი სალომე სირაძე
- ფიდეს არბიტრი გოჩა ჩაჩუა