ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს

ტაილანდში, ქ. ბანგკოკში მიმდინარე სუმოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სუმოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებმა სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა ჯელაძემ +115კგ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დიდებში.

პირად გუნდური დაპირისპირებაში დიდებს შორის, საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუნდის წევრები: ლაშა ჯელაძე, ბადრი ხატისკაცი, ზურა წიქორაძე და დავით აქუბარდია. მათ ბრწყინვალედ იასპარეზეს და საბოლოოდ 30 ქვეყანას შორის  გავიდნენ ფინალში. სამწუხაროდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონობამდე, იაპონიის ნაკრებთან ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.

18 წლამდე სუმოისტებს შორის ვერცხლი დავით აბალაკმა (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ავთო ლიკლიკაძემ (-80 კგ) მოიპოვეს.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია, ასევე, მთავარი მწვრთნელები : ზურაბ აქუბარდია და ავთანდილ ცერცვაძე.