26 სექტემბერს საფრანგეთში, Oceanis de Ploemeur-ში, სილამაზის კონკურსი Miss Bretagne 2025 გაიმართება. მასში ქართველი მარი ლაშხი მონაწილეობს.
“26 სექტემბერს მე ვმონაწილეობ მის ბრეტანის კონკურსში – Ploemeur 56270.
თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა
დგან ხალხის ხმა 10 ხმის ტოლფასია ☺️. ასე რომ, თუ გსურთ წამოხვიდეთ, გამამხნევოთ, ერთად გავიზიაროთ ეს განსაკუთრებული მომენტი და დატკბეთ მშვენიერი შოუთი… ახლა საუკეთესო დროა!”- წერს მარი ლაშხი სოციალურ ქსელში.
მარი დედასთან და მამასთან ერთად უკვე 23 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. Miss Bretagne 2025-მდე იგი მონაწილეობდა კონკურსში „MISS ARMORIQUE -2025“, სადაც გამარჯვება მოიპოვა.
ვუგულშემატკივროთ მარი ლაშხს და წარმატება ვუსურვოთ.