ისრაელის საერთაშორისო სკოლის EMIS-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ზაზა კანდელაკი მონაწილეობდა

ისრაელის ერთ – ერთი საერთაშორისო სკოლის EMIS-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „კულტურისა და დიპლომატიის დღე“ საქართველოს ელჩი, ზაზა კანდელაკი მონაწილეობდა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში, ელჩმა სტუდენტებთან ისაუბრა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ ურთიერთობებზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე

შეხვედრის დროს, სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქართული დიპლომატიის ისტორიის, საქართველოს ტრადიციების და კულტურის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისრაელის სახელმწიფოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.