18, 19 და 22 სექტემბერს, რეგიონალური პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საგარეჯოში, წალკაში და ბოლნისში კონცერტებს ჩაატარებს.
მოწვეული სოლისტი გახლავთ ვიოლონჩელისტი სევაკ ავანესიანი (ბელგია).
პროგრამაშია როგორც ქართული, აგრეთვე ევროპული მუსიკა და შესრულდება: მოცარტის, ბოკერინის, ცინცაძის, აზარაშვილისა და მაჭავარიანის ნაწარმოებები.
18 სექტემბერს, 18:00-ზე, კონცერტი ჩატარდება საგარეჯოს კულტურის სახლში, 19 სექტემბერს 15:00-ზე, წალკის N 1 საჯარო სკოლაში, ხოლო 22 სექტემბერს 18:00-ზე ბოლნისის კულტურის სახლში დასკვნითი კონცერტით დასრულდება პროექტი.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.