ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარამოფარიკავეებმა სამი მედალი მოიპოვეს.
მსოფლიო თასზე ქართული ფინალი გაიმართა. ხმლით ინდივიდუალურ ფარიკაობაში (A კატეგორია) ფინალში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ ერთმანეთს. ასპარეზობა ანგარიშით 15:10 ნინას სასარგებლოდ დასრულდა. ჩვენმა გოგონებმა პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.
ნინა თიბილაშვილი სუროკარტა 2025 მსოფლიო თასის გამარჯვებულია, გვანცა ზადიშვილი ვერცხლის პრიზიორი.
ირმა ხეცურიანი ხმლით ასპარეზობაში (A კატეგორია) მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია.
ფინალურ შეხვედრაში ირმამ ბრძოლა ჰონკონგელ ტონგთან ანგარიშით 15:9 დათმო და მეორე ადგილზე გავიდა.
ხვალ ჩვენი გოგონები ხმლით გუნდურ ასპარეზობაში მაღალი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებენ.