ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე საქართველომ ორი მედალი მოიპოვა

12-14  სექტემბერს, ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი Junior Cup 2025 ჩატარდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა – ნიტა ჯამაგიძემ და ელენე ბაქრაძემ – ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ნიტა ჯამაგიძემ ოქროს მედალი ბურთით ვარჯიშში მოიპოვა, ელენე ბაქრაძე კი რგოლით ვარჯიშში გახდა ბრინჯაოს პრიზიორი.

ამ  ტურნირზე საქართველოს  წარმოადგენდნენ: საერთაშორისო  კატეგორიის მსაჯი მერიემ  ჯანთეზი და  საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი ლალი დოლიძე ჯანთეზი.