1-7 სექტემბერს „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართა

მე-12 „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ 2025 წლის 1-7 სექტემბერს გაიმართა. ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იყო ანიმაციური ფილმები, მოეწყო გამოფენები, გაიმართა მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.

2024-25 წლებში – ნიქოზის ხელოვნების სკოლის სიახლოვეში – აშენდა საგანგებო შენობა კერამიკის სტუდიისთვის – ახალ სტუდიაში მოეწყოს ადგილობრივი და უცხოელი კერამიკოსების ნამუშევრების ერთკვირიანი (1-7 სექტემბერი) გამოფენა.

 ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“ 2011 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას, ინიციატივით დაარსდა. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ანიმატორები. ფესტივალის ფარგლებში სისტემატურად იმართება მასტერკლასები ქართველი ანიმატორებისთვის.

ფესტივალის მიზანია საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს და პოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში, ლიახვის ხეობის სოფელ ნიქოზში, ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა და სხვა რეგიონების ახალგაზრდა ანიმატორთა პროფესიული ზრდა, საქართველოში ანიმაციის განვითარება და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება.

ანიმაციურიანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზინიქოზიფესტივალი