EBS KOREA საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მედიის წარმომადგენლები  გადაცემისთვის World Theme Travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, EBS Korea-ს წარმომადგენლები თბილისის ტურისტულ ადგილებს, კახეთში რთველს, სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ტბას, იმერეთში ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმეს, სამეგრელოში მარტვილის კანიონს,  სვანეთში მესტიას, უშგულს, ქორულდის ტბას, ჭალაათის მყინვარს, შდუგრას ჩანჩქერს, შხარას,  მცხეთა-მთიანეთში სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობასა და გერგეტის სამებას გადაიღებენ. ტურის მონაწილეები გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტრადიციებს.

EBS Korea-ის დოკუმენტური ფილმების რედაქციას Youtube-ზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.