ლუკა ლომაია პარასნოუბორდში კროსის ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ქართველი პარასპორტსმენი ლუკა ლომაია ინდივიდუალურ პარასნოუბორდში კროსის ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აღნიშნული შეჯიბრება ჩილეში გაიმართა, რომელიც პარასნოუბორდში მსოფლიო თასის, ასევე  ზამთრის პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო ტურნირია.

ჩვენმა პარასპორტსმენმა ორივე ცდაზე საუკეთესო შედეგი ანახვა და მსოფლიო სნოუბორდ კროსის თასზე  მონაწილეობის უფლება მოიპოვა.