საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 ქულაა. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ, ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად, სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.