ახალი, ოლიმპიური სეზონი საქართველოს ნაკრების სპორტსმენებისთვის დაიწყო იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართული “კინოშიტა თასი -2025”-ის ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირით, სადაც თავისი ახალი პროგრამებით ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა იასპარეზა.
ორი პროგრამის ჯამში, 212.90 ქულით, მათ მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვეს და პირველობა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს, იაპონელ რიკა მიურასა და რიუჩი კიხარას წყვილს დაუთმეს.