სლოვაკეთში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სლოვაკეთში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ბენდელიანმა (-100 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სომეხი გორ კარაპეტიანი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი დიმიტრი სავიკი დაამარცხა, მეოთხედფინალი სერბ მილან ბულაიასთან დათმო და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, რომელშიც ხორვატი ბორნა ბუტიხერი დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტმა ნოდარ ალაფიშვილმა (-100 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონელი მარჩინ მაცაკი  დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ივან ტიტინკინი და ხორვატიელი ბორნა ბუტიხერი დაამარცხა,  ნახევარფინალი კი სერბ მილან ბულახასთან დათმო.

ბრინჯაოს მედლისათვის ერთმანეთს ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) და ლუკა ჯავახიშვილი (-90 კგ) დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ლუკა ჯავახიშვილის   გამარჯვებით დასრულდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე  ლუკა ჯავახიშვილმა რუმინელი დავით გრილა, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ასლინ კოცოევი და სერბი ბორის რუტოვივი დაამარცხა, ნახევარფინალი კი პოლონელ დერეკ მატკაზთან დათმო.