საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველმა პარამოფარიკავეებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა, სამხრეთ კორეაში, იქსანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეხვედრაში ხმლით ასპარეზობაში მესამე ადგილის მოპოვებისთვის, უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 45:42 მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა..

მიმდინარე ტურნირზე პირველი მედალი ჩვენს ნაკრებს ნინა თიბილაშვილმა მოუტანა. ნინა ხმალში, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.