სანდრო ნებიერიძე ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტთა სამეულშია

სანდრო ნებიერიძე ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტთა სამეულშია.

ამ დროისთვის სანდრო უკვე გახდა ახალგაზრდული ჟიურის რჩეული.

ფინალი გაიმართება ბოლცანოს მუნიციპალური თეატრის სცენაზე, სადაც კონკურსანტები ჰაიდნის ორკესტრთან ერთად (დირიჟორი ჯორჯ პელივანიანი)  საფორტეპიანო რეპერტუარის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს შეასრულებენ.

7 სექტემბერს, საქართველოს დროით 12:00 საათზე, ლაივსტრიმით გადაიცემა კონკურსის ფინალი იუთუბ არხზე და ასევე, ბმული დაიდება კონკურსის ფეისბუკის გვერდზე.

სანდრო ნებიერიძე