სამხრეთ კორეაში, ქალაქ იქსანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი (Aკატეგორია) ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ნინამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს ანგარიშით 15:7 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს პარაფარიკაობის ქალთა ნაკრები ხვალ ხმალში გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებს.