საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ნოდარ დუგლაძე და ბექა ღაჟონია ლონდონში ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
„ბრიტანეთის ბიბლიოთეკა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური და მდიდარი ბიბლიოთეკა, რადგან ბრიტანეთი იყო ცენტრი დიდი თანამეგობრობისა. ის არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი იმპერია და ამ დიდი თანამეგობრობის სახით სულ დარჩება, რადგან ძალიან ღრმა კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები უდევს საფუძვლად. ასეთი ქვეყნის ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანია, და განსაკუთრებულია იმითაც, რომ იქ დაცულია ქართული ფონდები. ამ ფონდებზე ხელმისაწვდომობა კი უაღრესად საინტერესო იქნება ჩვენთვის, მით უმეტეს, რომ ეს არის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან შეხების პირველი მცდელობა“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია.
ქართველმა და ბრიტანელმა კოლეგებმა შეხვედრისას მომავალი თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს.