საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 2 გამარჯვებით ევრობასკეტის პლეი-ოფში გავიდა.
ესპანეთი საბერძნეთთან ანგარიშით 90:86 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. შესაბამისად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გამსვლელი მე-4 პოზიცია შეინარჩუნა.
ჩვენი გუნდი მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება.