9 სექტემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება შეხვედრა თანამედროვე გერმანელ მწერალ და ლიტერატურათმცოდნე ფრიდერიკე ჰაიმანთან.
ფრიდერიკე ჰაიმანი წაიკითხავს პოეტ გერტრუდ კოლმარის ლექსებს და ისაუბრებსმის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
გერტრუდ კოლმარის ქართულ თარგმანს დამსწრეთ გააცნობს მთარგმნელი რუსუდან ბრეგაძე.
„გერტრუდ კოლმარი (1894-1943) − ებრაული წარმოშობის გერმანელი პოეტია, რომლის ხმაც, მიუხედავად ნაადრევად ჩახშობისა, დღესაც მძლავრად ისმის. მისი წარმოსახვა, ნიჭი, უსაზღვრო და დაუმორჩილებელი იყო.
კრებულში „ქალი და ცხოველები“ (Die Frau und die Tiere) გერტრუდ კოლმარი ქმნის მითურ და მისტიკურ ხედვას, სადაც ბუნება და ადამიანის გამოცდილება ერთიანდება შემზარავ, მაგრამ მშვენიერ ალეგორიებად.
გამოქვეყნებული წიგნების გარდა, მისი მემკვიდრეობა მოიცავს 450 ლექსს, სამ პიესასა და ორ მოთხრობას.
გერტრუდ კოლმარი სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა, მეორე მსოფლიო ომის მღელვარე წლებში. ნაცისტური რეჟიმის მიერ მისჯილი იძულებითი სამუშაოების შემდეგ, 1943 წელს იგი გაასახლეს აუშვიცში(ოსვენციმი), სადაც მოგვიანებით მოკლეს.
ფრიდერიკე ჰაიმანი − თანამედროვე გერმანელი მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ 2012 წელს ბაზელის ებრაული კვლევების ცენტრში, პროფესორ ალფრედ ბოდენჰაიმერის ხელმძღვანელობით, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოეტ გერტრუდ კოლმარის შესახებ.
ნაშრომი, სათაურით„ურთიერთობა და რღვევა გერტრუდ კოლმარის პოეტიკაში“, გამოსცა გამომცემლობამ De Gruyter Verlag სერიით Conditio Judaica, 84-ე ტომად.
2023 წელს გამომცემლობაში Jüdischer Verlag, რომელიც Suhrkamp-ს ეკუთვნის, გამოაქვეყნა ლიტერატურული პორტრეტი: „ეპოქის ქარცეცხლში – გერტრუდ კოლმარის შესახებ”“, ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.