ვენეციის კინოფესტივალზე თამო ვაშალომიძე კინოს და ინდუსტრიის პრემიით დააჯილდოვეს

ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე თამო ვაშალომიძე კვლავ გამოჩნდა.

ფესტივალზე მისი თავის მოვლის ხაზი TAMOSKIN – ის სტენდი იყო წარმოდგენილი და გარდა ამისა, თამო ვაშალომიძე კინოს და ინდუსტრიის პრემიით დააჯილდოვეს. ინფორმაციას თავად თამო ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„ძალიან ბედნიერი ვარ და შოკირებული დღევანდელი დღით. ჯერ ის არ მქონდა გააზრებული, რომ TAMOSKIN -ის სტენდი იქნებოდა ვენეციის კინოფესტივალზე და მოულოდნელად დამაჯილდოვეს – კინოს და ინდუსტრიის პრემიით – მადლობა @brosgroupitalia და venicefilmfestival, რომ შემამჩნიეს და მომცეს შანსი მეთამაშა ფილმში. 10 წუთიანმა როლმა უდიდესი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ კიდევ ბევრი ვისწავლო“, – წერს თამო ვაშალომიძე და ვიდეოს გვიზიარებს.

 

თამო ვაშალომიძე